ძვ. ეგვიპტური მითოლოგია

ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.

 ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

 ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...

 მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.

 ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.

 მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.

 ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.

 მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.

                                  ღმერთები

ეგვიპტურად(ტრანსლიტ) ფუნქცია,რანგი,ნათესაური კავშირი სხვა ღმერთებთან,განსაკუთრებული თვისებები გამოსახულება
ამონი (რა-ამონ) მზისა და ნაყოფიერების ღმერთი იხ.სურათი
გები დედამიწის ღმერთი   ხ.ს  რა თი
ოსირისი მზის, ნილოსის, ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი იხ.სურა თი
რა მზის უზენაესი ღმერთი იხ.სურათი
შუ მზის გასხივოსნებული სივრცის ღმერთი იხ.სურათი
ხონსუ მთვარის ღმერთი იხ.სურათი
პტა (პტახი,ფთა) ცეცხლი ღმერთი,ღმერთების მამა  
სოპი (სეპი) მკვდრების მფარველი ღმერთი  

 

ეგვიპტის მითოლოგია-ღმერთები

ხონსუ

 ხონსუ, ხონსი (ეგვ. "მოარული") — ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი, სამების მესამე წევრი.: მამა - ამონი, დედა - მუტი, შვილი ხონსი. ესაა ქალაქ თებეს დიდი სამება, განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემის საგანი იყო რამზეს III-ს დროს (მე-20 დინასტია). ხელოვნებაში  ხატავდნენ და აქანდაკებდნენ ზეზე...

შუ

 შუ (ეგვ. "სიცარიელე", იგივეა, რაც ბერძნული - ეოსი, აპოლონი)— მზით გასხივოსნებული სივრცის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალღღმერთ ნეფთისის ძმა, ტეფნუტის ქმარი, მზის ღმერთ რას (რეს) ან ატუმის ძე. დახასიათება  ატუმ-რამ (გაიგივებული შემქმნელი ღმერთების ერთსახეობა) ეს და-ძმა შექმნა...

რა (ღვთაება)

რა (რე) - ძველეგვიპტური მზის ღვთაება ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ის ასევე იყო ძველი ეგვიპტის პირველი ფარაონი. მისი სახელი (R`) ეგვიპტურ ენაზე ნიშნავს "მზეს".

ოსირისი

ოსირისი — „დასავლეთის ქვეყნის“ (საიქიოს) მმართველი ღვთაება ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. ოსირისის სამსჯავრო  ეგვიპტელებს სწამდათ რომ დასავლეთის კარიბჭესთან, მაღალ ტახტზე იჯდა ოსირისი. სიკვდილის ღმერთს მასთან გარდაცვლილები მიჰყავდა, რომლებიც შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდნენ: „მე...

გები

 გები (ეგვ. Geb — მიწა) — დედამიწის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. ბერძენი ქალღმერთის, გეას ანალოგი, ნუტის ("ცის") ქმარი, რომლის წიაღიდანაც ადიან მზე და ვარსკვლავები, შემდეგ კი ისევ მას უბრუნდებიან დასავლეთში. გების ზურგზე დგას "შესანიშნავი ღმერთი" (მაგიური პაპირუსი ჰარისი) შუ და ხელებით...

ამონი

 ამონი (ბერძნ. Ἄμμων - დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ...
<< 1 | 2

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html